შემოუერთდი enovads-ის გუნდს

ჩვენ არ ვდებთ უბრალოდ პოსტებს — ჩვენ ვაწყობთ ბიზნესების გაყიდვების ზრდის სისტემებს. თუ შენს საქმეში შედეგზე ხარ ორიენტირებული, გაეცანი აქტიურ ვაკანსიებს და გამოგვიგზავნე განაცხადი.

აქტიური ვაკანსიები

სოციალური მედიის მარკეტინგის (SMM) სპეციალისტი

ვეძებთ სოციალური მედიის მარკეტინგის სპეციალისტს, რომელიც სრულად ჩაიბარებს კლიენტების გვერდების მართვასა და კონტენტის დაგეგმვას.

ძირითადი მოვალეობები:
  • გვერდების ჩაბარება და გამართვა (ბიოგრაფია, სახელი, Meta Business Suite და Ads Manager-ის გამართვა ან შექმნა საჭიროების შემთხვევაში)
  • თემატური და კრეატიული კონტენტის მოფიქრება: იდეები, ვიდეოებისა და დიზაინების სკრიპტების წერა, პოსტების აღწერების მომზადება
  • კონტენტის გამოქვეყნება Instagram-ზე, Facebook-ზე და საჭიროების შემთხვევაში TikTok-ზე
  • AI ინსტრუმენტების გონივრულად გამოყენება სამუშაო პროცესში და სწრაფი იმპროვიზაცია
უპირატესობად ჩაითვლება:
  • Meta Ads Manager-ში რეკლამირების საფუძვლიანი ცოდნა
  • გრაფიკული დიზაინი
მოთხოვნები:
  • პასუხისმგებლობა, ორგანიზებულობა და დედლაინების ზუსტი დაცვა
  • კრეატიული აზროვნება და გუნდური მუშაობის უნარი

ვიდეოგადამღები-მემონტაჟე (video editor)

ვეძებთ ვიდეოგადამღებ-მემონტაჟეს, რომელსაც აქვს გამოცდილება და კარგად ესმის სოციალური მედიის მოკლე ვიდეოების (Reels, TikTok, Shorts) სპეციფიკა.

მოთხოვნები:
  • iPhone 16 Pro ან უფრო მაღალი მოდელი
  • ხარისხიანი მიკროფონი
  • კადრების სწორად დაჭერისა და დინამიკის შეგრძნების უნარი
  • CapCut-ის ან სხვა სამონტაჟო პროგრამის კარგი ცოდნა (ვიდეოს დაჭრა, ეფექტები, სუბტიტრები და ა.შ)
  • პასუხისმგებლობა და კომუნიკაბელურობა
  • თბილისის მასშტაბით გადაღების ლოკაციებზე გადაადგილების შესაძლებლობა

Meta Ads სპეციალისტი (ედვერთაიზერი)

ვეძებთ შედეგზე ორიენტირებულ Meta Ads სპეციალისტს, რომელიც სრულად მართავს კლიენტების სარეკლამო კამპანიებს და ააწყობს გაყიდვებზე გათვლილ ძაბრებს.

ძირითადი მოვალეობები:
  • სარეკლამო სტრატეგიის შედგენა და სამიზნე აუდიტორიების სეგმენტაცია
  • კამპანიების გაშვება და მართვა (Leads Form, Messages, Website Conversions)
  • Ad Set-ებისა და კრეატივების სისტემური ტესტირება (A/B Testing) ოპტიმალური შედეგის მისაღებად
  • რემარკეტინგისა და მორგებული აუდიტორიების (Custom / Lookalike Audiences) აწყობა გაყიდვების ძაბრში სამუშაოდ
  • Ads Manager-ისა და Pixel / კონვერსიების გამართვა და მონიტორინგი
  • სარეკლამო ბიუჯეტის კონტროლი, შედეგების ყოველდღიური ოპტიმიზაცია და ყოველთვიური რეპორტინგის მომზადება
მოთხოვნები:
  • Meta Ads Manager-ში რეალური მუშაობის გამოცდილება და დადასტურებული შედეგები
  • ციფრებისა და მეტრიკების (CTR, CPC, CPL, ROAS) ანალიზისა და სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და დედლაინების ზუსტი დაცვა

გრაფიკული დიზაინერი

ვეძებთ გრაფიკულ დიზაინერს, რომელიც ქმნის სოციალური მედიის დიზაინებს თანამედროვე სტანდარტებით. ჩვენთვის AI სამუშაო პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა კარგი დიზაინი მხოლოდ პრომპტით არ იქმნება — გადამწყვეტია ვიზუალური ხედვა, ტიპოგრაფიისა და ფერების სწორი აღქმა, იმპროვიზაცია და ინსტრუმენტების ეფექტურად შერწყმა ბრენდზე მორგებული შედეგის მისაღებად.

ძირითადი მოვალეობები:
  • სოციალური მედიისთვის გრაფიკული დიზაინების შექმნა წინასწარ მომზადებული სკრიპტების მიხედვით
  • არსებული დიზაინების დახვეწა და ადაპტირება საჭიროების მიხედვით
  • ბრენდის სტილზე მორგებული, თანამედროვე კონტენტ-ვიზუალების მომზადება
რას ველოდებით კანდიდატისგან:
  • დიზაინის ინსტრუმენტების კარგი ცოდნა
  • AI-ის ეფექტურად გამოყენების უნარი, როგორც სამუშაო პროცესის დამხმარე ინსტრუმენტის
  • კარგი დიზაინის შეგრძნება და დეტალებზე ყურადღება
  • საქმის სიყვარული, პასუხისმგებლობა, გუნდურობა და დედლაინების დაცვა

გამოგვიგზავნე შენი მონაცემები

აირჩიე სასურველი პოზიცია, მიუთითე პორტფოლიოს ან ნამუშევრების ბმული და მოკლედ მოგვწერე შენი გამოცდილების შესახებ.