რა არის საჭიროკარგი კონტენტის გადასაღებად ?

ვიდეოს საბოლოო ხარისხს მონტაჟი კი არა, გადაღებული მასალა წყვეტს. საუკეთესო მონტაჟიც ვერ გადაარჩენს კადრს, სადაც ხმა ბუნდოვანია, სახე არ ჩანს, ფონად კი არეულობაა. კარგი ამბავი: პროფესიონალური შედეგისთვის კინოკამერა არ გჭირდება — საკმარისია მობილური, რამდენიმე მარტივი წესი და მცირედი დროის გამოყოფა.
ეს გზამკვლევი ზუსტად ამისთვისაა: მიჰყევი ნაბიჯებს და მიიღებ მასალას, რომლისგანაც დინამიკური, სანდო და გასაყიდი ვიდეო აიწყობა.
რა გჭირდება გადაღებამდე

სამი რამ განსაზღვრავს კადრის ხარისხს:
მობილური
თანამედროვე სმარტფონის კამერა სრულიად საკმარისია. მთავარია ობიექტივი გაწმინდო გადაღებამდე — გაცვეთილი, გაცხიმული ლინზა ყველაზე ხშირი მიზეზია, რატომაც კადრი „ბუნდოვნად" გამოდის.
შტატივი
აღარ დაგჭირდებათ ვინმეს დახმარების თხოვნა — უბრალოდ განათავსეთ ტელეფონი შტატივზე და გადაიღეთ ვიდეო დამოუკიდებლად, მარტივი შტატივი კადრს სტაბილურს ხდის და გადაღებას ამარტივებს.
მიკროფონი
ვიდეოს აღქმაზე ხმას დიდ გავლენა აქვს. თუ მაყურებელს თქვენი საუბრის გაგება უჭირს, კადრის ხარისხს უკვე ნაკლები მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, უბრალო უსადენო მიკროფონიც კი, რომელიც 50–300 ლარი ღირს, კონტენტის ხარისხს საგრძნობლად აუმჯობესებს.
განათება
ბუნებრივი სინათლე ფანჯრიდან საუკეთესო უფასო ვარიანტია — დადექი ფანჯრის პირისპირ და არა ზურგით. თუ სივრცე ბნელია, ერთი დაბალ ფასიანი ხელოვნური განათებაც საკმარისია.
სოციალურ მედიაზე მორგებული კადრის ფორმატი და კომპოზიცია
გადაიღე ვერტიკალურად (9:16) — Reels, TikTok და Stories ამ ფორმატს ითხოვს.
კამერა ისე განათავსე, რომ კადრში ობიექტი კარგად და ცენტრალურად ჩანდეს: ადამიანი, რომელიც საუბრობს და ის, რაზეც საუბრობს(ასეთის არსებობის შემთხვევაში).
სასაუბრო კადრი: სად და როგორ ჩაწერო
სასაუბრო ნაწილისთვის აირჩიე სივრცეში ყველაზე მოწესრიგებული, სადა და პროფესიონალური გარემო. სამი წესი:
- სახე ნათლად უნდა ჩანდეს. განათება საკმარისი იყოს და სახეზე ეცემოდეს, არა ზურგიდან.
- ხმა მკაფიოდ ისმოდეს. ჩაწერამდე გათიშე კონდიციონერი, მუსიკა და ყველაფერი, რაც ფონურ ხმაურს ქმნის. ჩაწერე 10-წამიანი სატესტო კადრი და მოუსმინე ყურსასმენით.
- ფონი დაალაგე. ზედმეტი ნივთები, არეულობა და მოძრავი ხალხი ყურადღებას ფანტავს. მარტივი, სუფთა ფონი ყოველთვის იგებს.
B-roll: კადრები, რომლებიც ვიდეოს აცოცხლებს
მხოლოდ სასაუბრო კადრი მონოტონურ ვიდეოს იძლევა. მონტაჟისთვის კარგი იქნება დამატებითი სამუშაო კადრები — ე.წ. B-roll, რომლებიც საუბრის პარალელურად ჩაჯდება (ანუ უბრალოდ შენს საუბარს გადაედება ეს კადრები) და მაყურებელს რეალურ პროცესს აჩვენებს.

გადაიღე:
- პროდუქტი ან აპარატი მუშაობის პროცესში
- სივრცის საერთო ხედი
- მომსახურების კონკრეტული ეტაპები
- მომხმარებელთან კომუნიკაციის მომენტები
- დეტალები ახლო ხედით: ხელები მუშაობისას, ინსტრუმენტები, შედეგი
არ მოერიდო იმპროვიზაციებს და კრეატივს!!! თითოეული სცენა სხვადასხვა კუთხიდან გადაიღე: ახლოდან, შორიდან, გვერდიდან, დეტალზე ფოკუსით. წესი მარტივია — ჯობია 20 მოკლე, მრავალფეროვანი კადრი, ვიდრე 3 გრძელი და ერთნაირი. თითო კადრს 10-15 წამი ეყოფა.
რას აქცევს მომხმარებელი ყურადღებას ?
კადრებში გამოკვეთე ის, რაც ბრენდის მიმართ ნდობას ქმნის: თავდაჯერებულობა, პროდუქტის ხარისხი, დიზაინი, პროცესის მოწესრიგებულობა, რეალური სამუშაო მომენტები. მაყურებელი სიტყვებზე მეტად თვალით დანახულს ენდობა — ვიდეომ უნდა აჩვენოს, როგორ მუშაობს პროდუქტი ან მომსახურება სინამდვილეში და ნახოს რა შედეგს იძლევა.
სწრაფი ჩეკლისტი გადაღებამდე
- 1ობიექტივი გაწმენდილია
- 2ტელეფონი ვერტიკალურადაა და სწორად გიყურებს
- 3მიკროფონი ჩართული გაქ და იწერს
- 4განათება ლამაზად გეცემა, ფონი დალაგებულია
- 5სასაუბრო კადრის ჩაწერა ხდება მშვიდ გარემოში
- 6B-roll კლიპებიც გადაღებულია ( საჭიროების შემთხვევაში )
- 7 შენც პროფესიონალურად გამოიყურები
შედეგი
ამ წესებით გადაღებული მასალა ბუნებრივია, გასაგები და მონტაჟისთვის მარტივად გამოსაყენებელი. საბოლოო ვიდეო კი გამოვა ისეთი, როგორიც კონტენტს სჭირდება — დინამიკური, სანდო და ვიზუალურად საინტერესო.
გჭირდება გუნდი, რომელიც ამ მასალას გაყიდვად ვიდეოდ აქცევს?
სცენარით, მონტაჟითა და რეკლამის სწორად გაშვებით — enovads სრულ პროცესს აიღებს თავის თავზე: სკრიპტიდან გაშვებულ კამპანიამდე.
მოგვწერე →