← ბლოგზე დაბრუნება
6 წუთი კითხვა

შენ იღლები არა საკუთარი ბიზნესით,არამედ მარკეტინგული ქაოსით

ბიზნესის მფლობელი, რომელიც მარკეტინგული ქაოსისგან დაღლილია — enovads ზრდის სისტემა

ბიზნესის მფლობელების უმეტესობა იღლება არა საკუთარი საქმით, არამედ იმ მუდმივი ოპერაციული წვრილმანებით, რასაც მარკეტინგული ქაოსი ჰქვია. როცა ცალკე დიზაინერს ეძებ, ცალკე ვიდეომონტაჟორს, ცალკე თარგეთოლოგს და მერე თითოეულს თავზე ადგახარ — შენი ძირითადი რესურსი, დრო და ენერგია, ბიზნესის მასშტაბირების ნაცვლად, წვრილმანების კონტროლში იხარჯება.

რეალურად, შენ არ გჭირდება უბრალოდ „ვიღაც, ვინც პოსტებს დაგიდებს". შენ გჭირდება გამართული სისტემა და პროფესიონალთა გუნდი, რომელიც მთლიან პროცესს თავის თავზე აიღებს.

რა არის ჩვენი ზრდის სისტემა?

ჩვენ არ ვართ ჩვეულებრივი SMM სააგენტო, რომელიც თვის ბოლოს „ლაიქების ანგარიშებს" აგზავნის. enovads არის სრული ზრდის სისტემა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ შენი სოციალური ქსელები ხარჯიდან გაყიდვების რეალურ ძრავად იქცეს.

ჩვენი მიდგომა ემყარება არა ქაოტურ პოსტებს, არამედ მკაფიო არქიტექტურას:

1

სიღრმისეული ანალიზი და სტრატეგია

ვსწავლობთ შენს ბრენდს, სამიზნე აუდიტორიის ტკივილებს და კონკურენტებს.

2

მთლიანი ჯაჭვის მართვა

ვაკავშირებთ ბიზნესს, აუდიტორიას, პრობლემას, სწორ შეთავაზებას (Offer), კრეატივსა და კონვერსიას.

3

გაცნობიერების ეტაპები

ვქმნით ისეთ კონტენტს, რომელიც ცივ აუდიტორიას ატარებს ნდობის ყველა ეტაპზე და აქცევს რეალურ მყიდველად.

4

Meta Ads და სერტიფიცირებული ტექნიკური მართვა

არანაირი უაზრო "Boost Post" — მხოლოდ ზუსტი სეგმენტაცია, რეტარგეტინგი და ROI-ზე ორიენტირებული რეკლამები.

სრული მარკეტინგული დეპარტამენტი — ერთი გუნდი, ერთი სისტემა

რა ღირებულებას იღებ ჩვენთან თანამშრომლობით?

1

დროისა და ენერგიის დაბრუნება

აღარ ფიქრობ იმაზე, „დღეს რა დავპოსტო", რა გადაიღო ან როგორ გაუშვა რეკლამა. მთელ მარკეტინგულ დეპარტამენტს სრულად ჩვენ ვითავსებთ.

2

ერთიანი გუნდი — ერთი შტატის ფასად

ცალ-ცალკე სპეციალისტების აყვანა კოლოსალური და არამდგრადი ხარჯია. ჩვენთან იღებ სრულად სინთეზირებულ გუნდს (სტრატეგი, დიზაინერი, მემონტაჟე, თარგეთოლოგი).

3

ნულოვანი რისკი და მყარი შედეგები

არ ვსაუბრობთ ჰაერზე — ჩვენი კომპეტენტურობა დადასტურებულია რეალური პორტფოლიოთი და სხვადასხვა ბიზნესისთვის უკვე დადებული შედეგებით.

4

გადასვლა ფასით კონკურენციიდან პრემიუმ პოზიციონირებაზე

სწორი ბრენდინგითა და სისტემური მიდგომით შენი ბაზარი შენს პროდუქტს აღიქვამს როგორც სანდო და ღირებულ არჩევანად.

გათავისუფლებული დრო — ბიზნესის მასშტაბირებისთვის

დროა, მარკეტინგი პროფესიონალებს მიანდო

მიიღებ შედეგს და გათავისუფლებულ დროს, რომელსაც შენი ბიზნესის მასშტაბირებას მოახმარ.

გინდა, შენი ბიზნესის მარკეტინგს უფრო მკაფიო მიმართულება ჰქონდეს?

enovads-ში სტრატეგიას, კონტენტს და რეკლამას ერთ სისტემაში ვაერთიანებთ — რომ ყოველი ნაბიჯი შენი ბიზნესის ზრდისკენ იყოს მიმართული.

მოგვწერე →