← ბლოგზე დაბრუნება
6 წუთი კითხვა

რომელია საუკეთესო მარეკტინგული კომპანიასაქართველოში? აი რა ღირებულებას მისცემს enovads-თან თანამშრომლობა შენს ბიზნეს

enovads-ის ბანერი თბილისის ცაზე — საუკეთესო მარკეტინგული კომპანია საქართველოში

ბიზნესების უმეტესობა მარკეტინგს ხარჯად უყურებს და არა ინვესტიციად. მიზეზი მარტივია: მათ შესთავაზეს არა შედეგი, არამედ „პოსტები" და „ლაიქები". როცა სააგენტო ჩერდება უბრალოდ გვერდის მართვაზე, ბიზნესიც ვერ ხედავს რეალურ უკუგებას.

თუ გინდა, რომ შენმა ციფრულმა არხებმა ჰაერში ფულის ყრის ნაცვლად რეალური შემოსავალი მოიტანოს, მიდგომა ფუნდამენტურად უნდა შეიცვალოს.

აი, რა რეალურ ღირებულებას და სისტემას იღებ, როცა enovads შენი ზრდის პარტნიორი ხდება:

1. მზა და დამტკიცებული გაყიდვების ზრდის სისტემა

ჩვენ არ ვმუშაობთ „ინტუიციით" ან თითიდან გამოწოვილი იდეებით. შენ იღებ ზუსტად შენს ბიზნესსა და ინდუსტრიაზე მორგებულ მარკეტინგულ არქიტექტურას, რომელიც აერთიანებს აუდიტორიის ანალიზს, გაცნობიერების ეტაპებსა და კონვერსიულ ფანელს.

ზრდის სისტემა რეალურ შედეგებში — მოკლე ვიზუალური მაგალითი

2. სრული გუნდი — ერთი შტატის ფასად

ცალ-ცალკე რომ სცადო გამოცდილი მარკეტერის, კონტენტ მწერლის, ვიდეომონტაჟორის, დიზაინერისა და Target-ოლოგის აყვანა, ეს ბიზნესისთვის კოლოსალური და არამდგრადი ხარჯია. ჩვენთან თანამშრომლობით იღებ სრულად სინთეზირებულ, პროფესიონალურ გუნდს, რომელიც ერთიანად მართავს შენს ციფრულ დეპარტამენტს.

ერთი შტატის ფასად — სრული მარკეტინგული გუნდი

3. აბსოლუტური თავისუფლება ნიუანსებისგან

აღარ მოგიწევს ყოველდღე ფიქრი იმაზე, „დღეს რა დავპოსტო", რომელი კადრი დამონტაჟდეს ან როგორ გაუშვა რეკლამა Ads Manager-იდან. მარკეტინგულ ოპერაციებსა და ტექნიკურ დეტალებს მთლიანად ჩვენ ვითავსებთ, შენ კი შეგიძლია მთელი ფოკუსი ბიზნესის ოპერაციებსა და მასშტაბირებაზე გადაიტანო.

4. ნულოვანი რისკი და რეალური მტკიცებულებები

ჩვენ არ ვსაუბრობთ ჰაერზე და არ გთავაზობთ „მიუღწეველ ოცნებებს". ჩვენი კომპეტენტური მიდგომა დადასტურებულია რეალური პორტფოლიოთი და სხვადასხვა ბიზნესისთვის უკვე დადებული შედეგებით. შენ ზუსტად იცი, რაში იხდი თითოეულ ლარს.

5. ზრდის პარტნიორი და არა უბრალოდ „შემსრულებელი"

ჩვენ არ ვართ ტიპური სააგენტო, რომელიც მხოლოდ დავალებებს ელოდება. ჩვენ ვართ შენი გრძელვადიანი ზრდის პარტნიორები, რომლებიც მუდმივად ატარებენ A/B ტესტებს, აანალიზებენ ციფრებს, აპტიმიზებენ Meta Ads-ის ბიუჯეტებს და ზრდიან შენი ბრენდის აღქმულ ღირებულებას ბაზარზე.

გადააქციე მარკეტინგი ზრდის ძრავად

თუ დაიღალე უშედეგო მცდელობებით, ქაოტური პოსტებით და გინდა, რომ შენმა სოციალურმა ქსელებმა რეალური მომხმარებლები და მოგება მოგიტანოს — enovads მზადაა შენი ბიზნესის არქიტექტურა ააწყოს.

დაგვიკავშირდი დღესვე და დავიწყოთ შენი ბრენდის მასშტაბირება.

გინდა, შენი ბიზნესის მარკეტინგს უფრო მკაფიო მიმართულება ჰქონდეს?

enovads-ში სტრატეგიას, კონტენტს და რეკლამას ერთ სისტემაში ვაერთიანებთ — რომ ყოველი ნაბიჯი შენი ბიზნესის ზრდისკენ იყოს მიმართული.

მოგვწერე →