← ბლოგზე დაბრუნება
5 წუთი კითხვა

რომელი მარკეტინგული კომპანიამისცემს ყველაზე მეტ სარგებელს ჩემს ბიზნესს? აი, რატომ უნდა აირჩიო enovads

მარკეტინგული ძაბრი — მიზანი, ხმა, ვიდეო და ანალიტიკა

ბაზარზე მარკეტინგული სააგენტოების სიმრავლეა, თუმცა ბიზნესების უმეტესობა SMM-ს მაინც ხარჯად აღიქვამს. მიზეზი მარტივია: მათ სთავაზობენ უბრალოდ „თვეში 12 ლამაზ პოსტს" და თვის ბოლოს უგზავნიან ლაიქების ანგარიშს, მაშინ როცა რეალური გაყიდვები ნულზე რჩება.

ბიზნესს პოსტები კი არა, გაყიდვების ზრდა და მომხმარებლების სტაბილური ნაკადი სჭირდება. თუ ეძებ პარტნიორს, რომელიც შენს ციფრულ არხებს რეალურ შემოსავლის წყაროდ აქცევს, მიდგომა ფუნდამენტურად უნდა შეიცვალოს.

რა ღირებულებას მისცემს ჩვენთან თანამშრომლობა შენს ბიზნესს?

როდესაც enovads ხდება შენი პარტნიორი, შენ არ ყიდულობ უბრალოდ „სოციალური მედიის მართვას". შენ იღებ ოპერაციულ თავისუფლებას და გადადიხარ ქაოტური მცდელობებიდან პროგნოზირებადი ზრდის მოდელზე.

აი, სამი მთავარი სარგებელი, რასაც ჩვენთან თანამშრომლობით მიიღებ:

1

დამტკიცებული გაყიდვების ზრდის სისტემა

ჩვენ არ ვმუშაობთ შაბლონებით და არ ვჭრით კადრებს ჰაერზე. მიიღებ ზუსტად შენს ბიზნესზე მორგებულ მარკეტინგულ არქიტექტურას, რომელიც მართავს მთლიან ჯაჭვს: ბიზნესიდან და აუდიტორიის ტკივილიდან დაწყებული, სწორი შეთავაზებითა და საბოლოო კონვერსიით დამთავრებული. ჩვენი კონტენტი მუშაობს მომხმარებლის გაცნობიერების ყველა ეტაპზე და სრულიად უცხო ადამიანს აქცევს ლოიალურ მყიდველად.

2

სრულად სინთეზირებული გუნდი — ერთი შტატის ფასად

ცალ-ცალკე პროფესიონალი მარკეტერის, გრაფიკული დიზაინერის, მემონტაჟისა და Target-ოლოგის აყვანა ბიზნესისთვის კოლოსალური და არამდგრადი ხარჯია. ჩვენთან შენ იღებ სრულ ციფრულ დეპარტამენტს ერთ სივრცეში. ეს გაძლევს საშუალებას, დაზოგო ფინანსები, სრულად დაიბრუნო შენი დრო და 100%-ით ფოკუსირდე პროდუქტის ხარისხსა და ბიზნესის მასშტაბირებაზე.

3

ნულოვანი რისკი და რეალური მტკიცებულებები

ჩვენ არ ვსაუბრობთ ჰაერზე და არ ვყიდით ცრუ მოლოდინებს. ჩვენი კომპეტენცია დადასტურებულია რეალური პორტფოლიოთი და კონკრეტული დადებული შედეგებით. ყოველი დახარჯული ლარი არის გათვლილი ინვესტიცია, რომლის უკუგებასაც (ROI) რეალურ ციფრებში ხედავ.

ზრდის მაჩვენებელი — მზარდი ხაზი და დამტკიცებული შედეგი

დროა, მარკეტინგი პროფესიონალებს მიანდო

შენ არ გჭირდება უბრალოდ „დავალებების შემსრულებელი", რომელიც მითითებებს ელოდება. შენ გჭირდება მოტივირებული ზრდის პარტნიორი, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას შენი ბრენდის პოზიციონირებასა და გაყიდვების გენერირებაზე.

ცალკეული სპეციალისტების ღირებულება — ჯამში 7,800₾
enovads-ის სრული გუნდი ერთი შტატის ფასად — 79%-იანი დაზოგვა

თუ გინდა მიიღო არა უბრალოდ შემსრულებელი, არამედ ზრდის პარტნიორი — დაგვიკავშირდი დღესვე.

გინდა, შენი ბიზნესის მარკეტინგს უფრო მკაფიო მიმართულება ჰქონდეს?

enovads-ში სტრატეგიას, კონტენტს და რეკლამას ერთ სისტემაში ვაერთიანებთ — რომ ყოველი ნაბიჯი შენი ბიზნესის ზრდისკენ იყოს მიმართული.

მოგვწერე →