← ბლოგზე დაბრუნება
8 წუთი კითხვა

როგორ გავუშვათFacebook რეკლამა სწორად — Ads Manager-იდან

Meta Ads Manager — რეკლამის მართვის ინტერფეისი კომპიუტერის ეკრანზე

ბევრი მეწარმე ფიქრობს, რომ Facebook რეკლამის გაშვება უბრალოდ "Boost Post" ღილაკზე თითის დაჭერაა. რეალურად, ეს ფულის ჰაერში სროლაა. თუ გინდა, რომ რეკლამამ შედეგი მოიტანოს, პროცესი Ads Manager-იდან უნდა მართო.

რეკლამის წარმატება არ არის შემთხვევითობა. ის დამოკიდებულია ტექნიკურ გამართულობაზე, კონტენტსა და მომხმარებლის ფსიქოლოგიის გაგებაზე. აი, რა უნდა იცოდე, სანამ მომდევნო რეკლამას გაუშვებ.

შეწყვიტე "Boost Post"-ის გამოყენება

Facebook Ads მეგაფონი — რეკლამის გაშვების სიმბოლო

Ads Manager არ არის უბრალოდ რთული ინტერფეისი, ის გაძლევს სრულ კონტროლს შენს აუდიტორიაზე. მისი მეშვეობით შეგიძლია რეკლამა აჩვენო კონკრეტულად იმ ადამიანებს, რომლებმაც შენი წინა ვიდეოს 50%-ს მაინც უყურეს. შეგიძლია რეკლამა გაუშვა ისე, რომ შენმა გამომწერებმა საერთოდ ვერ ნახონ და ბიუჯეტი მხოლოდ ახალი მომხმარებლების მოზიდვაზე დაიხარჯოს.

აირჩიე სწორი სარეკლამო მიზანი (Objective)

Meta ვერ გამოიცნობს შენს ფარულ მიზანს, ის ზუსტად იმაზე იმუშავებს, რასაც აირჩევ.

1

Awareness (Reach)

მიზანია, რომ ბრენდი გაიცნონ და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა ნახოს რეკლამა. შეზღუდული ბიუჯეტის პირობებში ეს ფუფუნებაა და ხშირად არაეფექტურია.

2

Engagement

იდეალურია პირველადი ინტერესის გასაღვივებლად. თუ ვებსაიტი არ გაქვს, მესიჯების კამპანია (Engagement) ყველაზე ოპტიმალურია, რადგან მომხმარებელი პირდაპირ ჩატში გადმოდის.

3

Leads & Sales

თუ გინდა შეძენები, ან პოტენციური კლიენტების მონაცემების (სახელი, ნომერი) მოპოვება, კონვერსიული მიზნები უნდა გამოიყენო. მიყიდვის ეტაპზე Engagement-ის არჩევა კრიტიკული შეცდომაა — ის მოგიტანს ლაიქებს, მაგრამ არა მყიდველს.

რატომ არ მუშაობს შენი რეკლამა?

ხშირად, როცა კამპანია ფულს წვავს და შედეგი ნულია, 3 მთავარი პრობლემა იკვეთება:

  • რეკლამა მუშაობს, გვერდი არა: ადამიანი დაინტერესდა, შემოვიდა გვერდზე და დახვდა ქაოსი: ბუნდოვანი აღწერა, ძველი პოსტები, პასუხგაუცემელი კომენტარები. რეკლამამ მოიყვანა, გვერდმა გააბრუნა.
  • მოთმინების ნაკლებობა: კამპანიას 5 დღეში აჩერებ, რადგან შედეგი ვერ დაინახე. Meta-ს ალგორითმს სწავლა სჭირდება. შენ სწავლის ფაზაში აჩერებ მას და ყოველი ახალი მცდელობა ნულიდან იწყება.
  • აუდიტორიის გადაწვა: ერთსა და იმავე ხალხს ერთსა და იმავე ვიდეოს მეათედ აჩვენებ. მათ უკვე ნახეს, გადაწყვიტეს და შენ უბრალოდ აღიზიანებ მათ.

ააშენე ძაბრი (Funnel)

Facebook რეკლამა მობილურზე — მაგნიტი მომხმარებლების მოზიდვისთვის

დროის და ბიუჯეტის 80%-ის პირდაპირ გაყიდვაზე დახარჯვა სისტემას ანგრევს, რადგან ცივი აუდიტორია, რომელიც ჯერ არ გენდობა, არაფერს იყიდის. სწორი პროპორცია ასეთია:

  • 70% — ახალი აუდიტორიის მოზიდვა საგანმანათლებლო და საინტერესო კონტენტით.
  • 20% — ნდობის მშენებლობა და რეტარგეტინგი იმათზე, ვინც უკვე გამოხატა ინტერესი (მაგ: უყურა ვიდეოს).
  • 10% — უშუალოდ გაყიდვა (Sales/Leads ობჯექტივებით).

გარდა ამისა, საწყის ეტაპზე, როცა სხვადასხვა კრეატივებს ტესტავ, უმჯობესია გამოიყენო ABO (Ad Set Budget Optimization). CBO-ს (Campaign Budget Optimization) დროს Ad Set-ების მუდმივი დამატება და დაპაუზება სისტემას აბნევს.

დროა, მარკეტინგი ზრდის სისტემად აქციო

არცერთ ბიზნესს არ სჭირდება SMM მხოლოდ პოსტების დასადებად. თუ გინდა, რომ რეკლამაში ჩადებული ყოველი ლარი გათვლილი ინვესტიცია იყოს და უკან გაყიდვების სახით დაგიბრუნდეს, enovads სწორედ ამ სისტემას აშენებს. ჩვენ სრულად ვითავსებთ ციფრულ დეპარტამენტს — სტრატეგიიდან და კონტენტის შექმნიდან დაწყებული, Meta Ads-ის ზუსტი სეგმენტაციით დამთავრებული.

დაგვიკავშირდი დღესვე და შევქმნათ გამართული არქიტექტურა, რომელიც შენს სოციალურ მედიას მომხმარებლების მაგნიტად აქცევს.

გინდა, შენი ბიზნესის მარკეტინგს უფრო მკაფიო მიმართულება ჰქონდეს?

enovads-ში სტრატეგიას, კონტენტს და რეკლამას ერთ სისტემაში ვაერთიანებთ — რომ ყოველი ნაბიჯი შენი ბიზნესის ზრდისკენ იყოს მიმართული.

მოგვწერე →