← ბლოგზე დაბრუნება
5 წუთი კითხვა

თუ ბიზნესის დაწყებას აპირებეს 5 ფაქტი აუცილებლად უნდა იცოდე

ბიზნესმენი უყურებს ციფრულ კიბეს ზრდის ისრით — ბიზნესის დაწყება და მასშტაბირება

ბიზნესის დაწყებაზე რთული ხშირად იმის გააზრებაა, სწორი მიმართულებით მიდიხარ თუ უბრალოდ ადგილზე ტრიალებ და რესურსს წვავ. ბევრი მეწარმე ფიქრობს, რომ წარმატებისთვის მხოლოდ მონდომებაა საკმარისი, თუმცა რეალობა და ციფრები სხვა რამეს აჩვენებს. თუ გინდა, რომ შენი ბიზნესი რეალურად გაიზარდოს, პირველ რიგში ეს 5 ფუნდამენტური ფაქტი უნდა გაიაზრო:

1. პირველი 10 მომხმარებელი — შენი პროდუქტის დეველოპერია

ბევრს ჰგონია, რომ სანამ ყველაფერი იდეალური არ იქნება, ბაზარზე არ უნდა გამოჩნდეს. სინამდვილეში, შენი პირველი მომხმარებლების უკუკავშირი, პრეტენზიები და რეალური ქცევა გაჩვენებს იმას, რასაც ვერცერთი წინასწარი კვლევა ვერ გეტყვის. ისინი რეალურად გეხმარებიან პროდუქტის დახვეწაში, რადგან ხედავენ იმ დეტალებსა და ტკივილებს, რომლებიც შენ შეიძლება გამოგრჩა.

2. სისტემის გარეშე ვერ მასშტაბირდები

ბევრი ბიზნესი იმიტომ კი არ კვდება, რომ მომხმარებელი არ ჰყავს, არამედ იმიტომ, რომ ბევრი მომხმარებლის მიღება ფიზიკურად არ შეუძლია. თუ ყველაფერს თავად აკეთებ და პროცესებს არ აწესრიგებ, შენ ბიზნესი კი არ გაქვს, უბრალოდ სამსახური შექმენი საკუთარი თავისთვის. მასშტაბირება იწყება იქ, სადაც ერთჯერადი წარმატებები გამეორებად პროცესებად იქცევა და ვითარდება მყარი სტრუქტურა.

3. იდეა არაფერს ნიშნავს — მთავარია განხორციელება

კარგი იდეები ყველას აქვს, თუმცა რეალური შედეგი მხოლოდ მაშინ მოდის, როცა რისკს იღებ და ამ იდეას პრაქტიკაში ახორციელებ. არავის აინტერესებს მხოლოდ იდეა — ხალხს აინტერესებს საკუთარი პრობლემის გადაჭრა. მთავარია, შექმნა შეთავაზება, რომელიც ამ პრობლემას ეფექტურად აგვარებს.

4. კონტენტის შექმნა დღეს საუკეთესო მარკეტინგია

ჩვენი მომხმარებლები სოციალურ ქსელში არიან. თუ შენ არ ჩანხარ, უბრალოდ სხვა, უფრო აქტიური კონკურენტი ჩაგანაცვლებს. მარკეტინგი არ არის უბრალოდ შაბლონური ფრაზების სროლა — ის არის კომუნიკაციის ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი, რომელიც ნდობას აშენებს და უცხო ადამიანს ლოიალურ მყიდველად აქცევს.

5. საუკეთესო დრო ახლაა

თუ დაელოდები „საუკეთესო მომენტს" და იმას, სანამ ყველა შესაძლო ინფორმაცია გექნება, შესაძლებლობის მატარებელი უბრალოდ ჩაივლის. იდეალური პირობები არასდროს დადგება. დაიწყე ახლა იმით, რაც გაქვს და გზადაგზა გააუმჯობესე პროცესები.

აქციე შენი ბიზნესი ზრდის სისტემად

რეალურად, არცერთ ბიზნესს არ სჭირდება მარკეტინგი უბრალოდ „პოსტების დასადებად". ბიზნესს სჭირდება ზრდის სისტემა. თუ დაიღალე უშედეგო მცდელობებით და გინდა, რომ შენმა ონლაინ პლატფორმებმა გაყიდვების რეალურ ძრავად იმუშაოს, enovads სწორედ ამაში დაგეხმარებათ. ჩვენ ვაშენებთ სრულ მარკეტინგულ ჯაჭვს, რომელიც იწყება აუდიტორიის ტკივილის ანალიზით და მთავრდება სწორი შეთავაზებითა და მაღალი კონვერსიით.

დაგვიკავშირდით დღესვე და შევქმნათ სტრატეგია, რომელიც თქვენს ბრენდს სტაბილურ ლიდერად აქცევს.

გინდა, შენი ბიზნესის მარკეტინგს უფრო მკაფიო მიმართულება ჰქონდეს?

enovads-ში სტრატეგიას, კონტენტს და რეკლამას ერთ სისტემაში ვაერთიანებთ — რომ ყოველი ნაბიჯი შენი ბიზნესის ზრდისკენ იყოს მიმართული.

მოგვწერე →